ექსკურსია
ექსკურსია
2019 წლის 7 ივნისს სადამრიგებლო კლასმა მოაწყო სასწავლო ექსკურსია მშობელთა ჩართულობით.
ექსკურსიის მიმართულება: ობჩა-ნიკორწმინდა-ობჩა
ექსკურსიის მიზანი:
- ჩვენი ისტორიული წარსულის უკეთ გაცნობა-დათვალიერება.
- მოსწავლეებშიპატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და არსებული ცოდნის დაკავშირება ნანახ-განცდილთან.
- მოსწავლეების შემეცნებითი,კულტურული განვითარება.პატრიოტული ცნობიერებისა და თვალსაწიერის გაფართოება.
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.
შაორი
შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.
შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.
Комментарии
Отправить комментарий