კვლევა

2019-20 სასწავლო წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში განვახორციელე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე ,,მათემატიკის საშინაო დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული  პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ . კვლევა ვაწარმოე მე-5-მე -6 კლასებში. კვლევისთვის განსაზღვრული მქონდა 5 თვე (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი), კვლევა აღნიშნულ ვადაში დავასრულე. კვლევის პროცესში ვიცავდი კვლევის ეთიკის ნორმებს.
2020 წლის  21 თებერვალს კოლეგებს წარვუდგინე კვლევის შედეგები პრეზენტაციის სახით.  პრეზენტაციას ესწრებოდა სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები, სულ  15  პედაგოგი.
კოლეგებს გავაცანი საკვლევი თემა  , კვლევის აქტუალურობა, კვლევის მიზანი
  • ·         მათემატიკის საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების დადგენა, გამოკვლევა და პრობლემის დასაძლევად ოპტიმალური გზების მოძებნა;
  • ·         ინტერვენციების დაგეგმა და  განხორციელება;
  • ·         კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება;
იხილეთ კვლევის ანგარიში რეფლექსიით.













































































Комментарии